logo
ENG



კახეთში სეტყვისგან დაზარალებული მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრას ითხოვს

30 აპრ 202111:40
3 წუთის საკითხავი
clock 1367

სეტყვისგან დაზარალებული მოსახლეობის ნაწილმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში აქცია გამართა. ისინი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ.

როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, მათთან ამ დრომდე არავინ მისულა.

"არჩევნებზე რომ ამბობდნენ, დადექით ჩვენს გვერდით და ჩვენ ვიქნებით თქვენს გვერდითო, აბა სად არიან ახლა? რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ? პურის ფული არ მაქვს. ბანკის ვალით მქონდა გაკეთებული ეგეც. მოვიდეს მერია, რატომ არ მოდის? არავინ არ მოსულა", - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

აქციის მონაწილეების თქმით, თუ მათთან ხელისუფლების წარმომადგენლები დღის განმავლობაში არ მივლენ, ყვარელი-ლაგოდეხის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზას გადაკეტავენ.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლები სეტყვამ დააზარალა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ წუხანდელმა სტიქიამ თითქმის მთლიანად გაანადგურა ბაღები და ვენახები.


close დახურვა