logo
ENG



ჩხაიძე: 13 ვაქცინიდან მხოლოდ 3-ს აქვს WHO-ს ავტორიზაცია, აცრის პროცესი არ უნდა გაჩერდეს

03 მაი 202114:12
3 წუთის საკითხავი
clock 1381

ექიმი, იაშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე ფორმულასთან ამბობს, რომ მიუხედავად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაგვიანებული პასუხისა სინოფარმის ავტორიზაციის შესახებ, საქართველოში ვაქცინაციის პროცესი არ უნდა გაჩერდეს. 

მისი თქმით, საქართველოს ამ ეტაპზე ფაიზერის ვაქცინის რესურსი ამოწურული აქვს, ხოლო ასტრაზენეკაზე ასაკობრივი შეზღუდვაა დაწესებული, რაც ვაქცინების დისპროპორციულ განაწილებას იწვევს. 

ჩხაიძე ამბობს, რომ ვაქცინის გაკეთება უნდა შეეძლოს ყველას, ვისაც ეს სურს. 

"ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილება არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი საერთაშორისო სტრუქტურის ავტორიზაცია. 

დღეისთვის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 13 ვაქცინა გამოიყენება. ასობით მილიონ ადამიანს აქვს გაკეთებული 13 ვაქცინა. 

მათგან მხოლოდ 3-ს აქვს ჯანმოს ავტორიზაცია. 

ეს არ ნიშნავს, რომ ვაქცინაციის პროცესი უნდა გავაჩეროთ. 

მოდერნას ვაქცინას ავტორიზაცია WHO-მ გუშინ მისცა. მანამდე, 4 თვის განმავლობაში აშშ-სა და მსოფლიოში უამრავი ადამიანი აიცრა მოდერნას ვაქცინით. არ უკითხავთ იმათ, არის თუ არა ჯანმოს ავტორიზაცია". - თქვა ივანე ჩხაიძემ. 

საქართველოში ჩინურ ვაქცინა სინოფარმზე რეგისტრაცია უკვე მიმდინარეობს, ვაქცინაციის პროცესი კი ხვალ, 4 მაისს დაიწყება. 

500 ათას ადამიანზე ჩატარებული კვლევით, სინოფარმის ვაქცინის შემთხვევაში არ გამოვლენილა ანაფილაქსიური რეაქცია ან რამე სხვა სერიოზული გვერდითი მოვლენა. 

საქართველოს სინოფარმის 100 000 დოზა აქვს შეძენელი.  ჩინური ვაქცინით აცრას 18 წელს ზემოთ ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.

სინოფარმს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია ჯერ კიდევ არ აქვს. 

ნახეთ, რა ვიცით ჩინურ სინოფარმზე.


close დახურვა