logo
ENG



კასპში ავარიის შედეგად ორი ადამიანი მძიმედ დაშავდა

03 მაი 202121:39
3 წუთის საკითხავი
clock 2332
კასპში ავარიის შედეგად ორი ადამიანი მძიმედ დაშავდა

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ დოესში ერთმანეთს მერსედესის და ფიტის მარკის მანქანები შეეჯახა.

შეჯახების დროს მერსედესის მანქანა გზიდან გადავიდა, საცხოვრებელი სახლის რკინის ღობე გაარღვია და ეზოში შევარდა. მძღოლი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფს მანქანიდან გადმოვარდნილი, უგონო მდგომარებაში დახვდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარება მძიმეა.

რაც შეეხება ფიტის მძღოლს, ისიც მრავლობითი დაზიანებებებით სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ორივე დაშავებული 30 წლამდეა. ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები.


close დახურვა