logo
ENG



კორონავირუსის 788 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 20 ადამიანი

04 მაი 202110:41
3 წუთის საკითხავი
clock 980
კორონავირუსის 788 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 20 ადამიანი

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 788-ით გაიზარდა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 1 206 ადამიანი, 20 კი გარდაიცვალა.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 790 კვლევა, აქედან 4 802 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 4 988 PCR-ით.

3 მაისის მონაცემებით, კორონავირუსის ვაქცინით ქვეყანაში 45 344 ადამიანია აცრილი.

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 8,05%-ია, ბოლო 14 დღის - 5,02%, ბოლო 7 დღის - 5,74%.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:

  • თბილისი - 384 შემთხვევა;
  • აჭარა - 106;
  • იმერეთი - 64;
  • ქვემო ქართლი - 43;
  • შიდა ქართლი - 30;
  • გურია - 17;
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 76;
  • კახეთი - 40;
  • მცხეთა-მთიანეთი - 13;
  • სამცხე-ჯავახეთი - 14;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 14 075 აქტიური შემთხვევაა. 4 209 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 376, აჭარაში - 469, იმერეთში - 424. მძიმე პაციენტია 811 პირი, მათ შორის, თბილისში - 398, აჭარაში - 87, იმერეთში -102. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 149 პირი, მათგან თბილისში - 93, აჭარაში - 11, იმერეთში - 9. 788 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 458 - თბილისში, 303 - აჭარაში. 9 078 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 89 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 74, ხოლო აჭარაში - 14. თვითიზოლაციაში იმყოფება 32 694 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 24 741 პირი, აჭარაში - 2 331, იმერეთში - 798.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა 313 742-ს შეადგენს. აქედან 295 458 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 4 183 გარდაიცვალა.


close დახურვა