logo
ENG



ქადაგიშვილი: ბუნებრივია, მელაშვილს დავითგარეჯში გულთბილ შეხვედრას არ [მოუწყობდნენ]

04 მაი 202121:40
3 წუთის საკითხავი
clock 918
ქადაგიშვილი: ბუნებრივია, მელაშვილს დავითგარეჯში გულთბილ შეხვედრას არ [მოუწყობდნენ]

ქართული ოცნების წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის აზრით, "ბუნებრივია, რომ ივერი მელაშვილს დავითგარეჯში გულმხურვალე და გულთბილი შეხვედრა არ მოუწყვეს". 

პალიტრის ეთერში ქადაგიშვილი ივერი მელაშვილსა და მთავარი არხის ჟურნალისტებზე თავდასხმის შესახებ ამბობს, რომ გამორიცხავს ძალადობის ხელისუფლების მიერ ორგანიზებას. 

"ზოგადად ის, რომ ძალადობა არ შეიძლება, ეს ყველას ეხება, ნებისმიერ ადგილზე. ის, რომ ხელისუფლების ორგანიზებულია, ამას კატეგორიულად გამოვრიცხავ. ხელისუფლებას არაფერში სჭირდება. იმ მონასტერში სასულიერო პირები და მრევლიც იმ სოფლელები არიან, ამიტომ, ეს ამბავი ძალიან სწრაფად და ადვილად გავრცელდება სოფელში. 

ეს არის უბრალოდ პრეტენზიის წაყენების მცდელობა ხელისუფლებისადმი ოპოზიციის მხრიდან.

ზოგადად, ივერი მელაშვილი რომ ჩაჰყავდათ იმ მონასტერში, სადაც ამ მონასტერმა თავისი მთელი მოღვაწეობის ნაწილი შეალია, რომ ემტკიცებინა, რომ ეს არ არის აზერბაიჯანის ტერიტორიის ნაწილი ამა და ამ რუკების მიხედვით, რომელიც უნდა განხილულიყო და რომელიც, სამწუხაროდ, იყო უგულებელყოფილი, ბუნებრივია, იმას იქ გულმხურვალე და გულთბილ შეხვედრას არ [მოუწყობდნენ]". - თქვა ქადაგიშვილმა. 

დავითგარეჯში ივერი მელაშვილს და მთავარი არხის გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ. 

ისინი შაბათის მთავარისთვის სიუჟეტს ამზადებდნენ. 

ივერი მელაშვილს დაზიანება არ აქვს. ნაცემია ოპერატორი, დამტვრეულია კამერა. 

თავდასხმის შემდეგ მთავარი არხის მანქანას გზა მოქალაქეებმაც გადაუკეტეს. 

ივერი მელაშვილმა თქვა, რომ ის, რაც მოხდა, ხელისუფლების მიერ არის წახალისებული. 

"ვიღაცამ ჩაუდო თავში, რომ მელაშვილი გამყიდველია, მან რაღაც გადასცა და გაყიდა. სინამდვილეში ამდაგვარი არაფერი მომხდარა". - თქვა მან. 


close დახურვა