logo
ENG



ავტომაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმებულები ხელფასის გაზრდას ითხოვენ

07 მაი 202112:21
3 წუთის საკითხავი
clock 1100

თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმებულები  აქციას მართავენ.

გაფიცულები აცხადებენ, რომ მათი მთავარი მოთხოვნა ხელფასის 30%-ით გაზდაა. 

ისინი ასევე საუბრობენ შრომით უსაფრთხოებაზე და აღნიშნავენ, რომ სამუშაო პროცესში მათი უსაფრთხოება დაცული არ არის. მათივე თქმით, დამსაქმებელ კომპანიას გაფიცულების მოთხოვნებზე შესაბამისი რეაგირება არ აქვს.

"კატეგორიულად უარზე არიან ხელფასის მომატებაზე. შრომითი უსაფრთხოება დარღვეულია ყველანაირად, დაბალი ხელფასებია. უსაფრთხოება გვირაბშიც უნდა იყოს დაცული, ხიდზეც და ყველგან", - აცხადებს ერთ-ერთი დასაქმებული სერგო გელაშვილი.


close დახურვა