logo
ENG



РБК-ს ცნობით, ნავალნის ანტიკორუფციული ფონდის ნაწილი და სტუდია საქართველოში გადმოდის

07 მაი 202121:20
3 წუთის საკითხავი
clock 1229
РБК-ს ცნობით, ნავალნის ანტიკორუფციული ფონდის ნაწილი და სტუდია საქართველოში გადმოდის

რუსული სააგენტო РБК-ს ინფორმაციით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის ანტიკორუფციული ფონდი გადაცემების საქართველოდან ტრანსლირებას აპირებს. მედია ამ ინფორმაციას წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. 

მათივე ცნობით, ფონდის რამდენიმე წევრი და მაუწყებლობისთვის საჭირო ტექნიკის ნაწილიც უკვე საქართველოშია. 

РБК წერს, რომ საქართველოში უკვე იმყოფებიან გიორგი ალბუროვი, რუსლან შავედდინოვი და რამდენიმე ტექნიკოსი. მათი წყარო ამბობს, რომ აღნიშნულ ფაქტს ფონდში არ უარყოფენ და "ეს ფონდში ყველასთვის ცნობილია". რუსული მედია იტყობინება, რომ «Навальный LIVE» სტუდია თბილისში ან მის მახლობლად იქნება და ათერში, სწორედ იქიდან გავა.

"ძვირადღირებული ტექნიკის ნაწილი უკვე გადაგზავნილია საქართველოში. საჭირო საგნების და ნივთების ნაწილს იყიდიან ადგილზე, მათ შორის ავეჯსაც. უცნობია რამდენი ხნით ხდება ეს გადაბარგება, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ამდენი ნივთის გადატანა მოხდა, გეგმა გრძელვადიანია", - ამბობს წყარო РБК-სთან საუბარში. 

ცნობისთვის, მანამდე მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ნავალნის კორუფციასთან ბრძოლის ფონდს საქმიანობა აუკრძალა, იქამდე სანამ არ გადაწყვეტენ არის თუ არა ორგანიზაცია ექსტრემისტული. 

რუს ოპოზიციონერს, ალექსეი ნავალნის მოსკოვის სასამართლომ 3,5 წლით პატიმრობა 2 თებერვალს მიუსაჯა. რუსეთის ოფიციალური უწყების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, "ნავალნიმ პირობითი მსჯავრის პირობები არაერთხელ დაარღვია და მისი დაკავება სწორედ ამას უკავშირდება". 

პატიმრობის მისჯის შემდეგ ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა არაერთხელ მოუწოდეს კრემლს ნავალნის გათავისუფლებისკენ, თუმცა უშედეგოდ. მარტში, აშშ-მა და ევროკავშირმა ნავალნის მოწამვლის საქმეზე რუს ბიზნესმენებსა და თანამდებობის პირებს სანქციები დაუწესეს

ალექსეი ნავალნი რუსეთში 17 იანვარს დაბრუნდა. ის შერემეტიევოს აეროპორტში საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ დააკავეს.  მანამდე ის ბერლინში იყო, სადაც 5 თვით ადრე, ნოვიჩკით მოწამვლის შემდეგ, სამკურნალოდ გადაიყვანეს. 


close დახურვა