logo
ENG



ომბუდსმენი: ნინოწმინდის პანსიონში ბავშვთა საჭიროებების უგულებელყოფა გრძელდება

08 მაი 202100:11
3 წუთის საკითხავი
clock 1742
ომბუდსმენი: ნინოწმინდის პანსიონში ბავშვთა საჭიროებების უგულებელყოფა გრძელდება

სახალხო დამცველი გაეროს ბავშვთა კომიტეტის მიერ ნინოწმინდის პანსიონისთვის გამოცემულ დროებით ღონისძიებას ეხმაურება და აცხადებს, რომ თავშესაფარში ბენეფიციართა საჭიროებები კვლავ უგულებელყოფილია.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, სახალხო დამცველს ჯერ კიდევ არ ეძლევა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ღონისძიებებია გატარებული აღნიშნულ პანსიონში.

„კომიტეტის მოწოდებით, სახელმწიფო ვალდებულია, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების მიერ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება. საქართველოს კონსტიტუციის და მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, სახალხო დამცველი მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოა და კომიტეტის გადაწყვეტილების შესაბამისად, დაუყოვნებლივ უნდა მიეცეს ყოველმხრივი შემოწმების შესაძლებლობა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში", - ვკითხულობთ განცხადებაში. 

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის გაეროს ბავშვთა კომიტეტის წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც საუბარია, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში ბენეფიციარების მდგომარეობა უნდა შემოწმდეს.

2021 წლის 15 აპრილს სხალთის ეპისკოპოსმა სპირიდონმა სახალხო დამცველის წარმომადგენლები ნინოწმინდის ბავშვთა სახლში არ შეუშვა. ომბუდსმენის რწმუნებულებს ადგილზე ვითარება უნდა შეესწავლათ. 

მიტროპოლიტ სპირიდონის განცხადებით, სახალხო დამცველი ერთნაირსქესიანთა ქორწინების მომხრეა და ამიტომ "ასეთ ქალს თავის ბავშვებს საჯიჯგნად ვერ მისცემს". 


close დახურვა