logo
ENG



NCDC: კორონავირუსით კიდევ 1564 ადამიანი დაინფიცირდა, გარდაიცვალა 18 პაციენტი

08 მაი 202110:47
3 წუთის საკითხავი
clock 951

საქართველოში კორონავირუსის 1564 შემთხვევა გამოვლინდა. 

ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 693 ადამიანი, 18 კი გარდაიცვალა. 

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.71 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.84%, ხოლო 7 დღის მანძილზე 6.71%.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 27 384 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 341 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 043 PCR ტესტით.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 564  ახალი შემთხვევიდან განაწილება დედაქალაქსა და რეგიონებში ასეთია:

  • თბილისი - 900 
  • აჭარა - 105
  • იმერეთი - 162
  • ქვემო ქართლი - 72
  • შიდა ქართლი - 52
  • გურია - 36
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 115
  • კახეთი - 64
  • მცხეთა-მთიანეთი - 31
  • სამცხე-ჯავახეთი - 18
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 9.

პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირდა 320 830 ადამიანი, მათგან გამოჯანმრთელდა 299 500, ხოლო გარდაიცვალა 4 263 პაციენტი.


close დახურვა