logo
ENG



პუტინთან დაახლოებულ უკრაინელ პოლიტიკოსებს ბრალი სახელმწიფოს ღალატის მუხლით წარუდგინეს

11 მაი 202120:05
3 წუთის საკითხავი
clock 7400
2021/05/11/9b8evcynssutucb.jpg

უკრაინის გენერალური პროკურორის, ირინა ვენედიქტოვას განცხადებით, ყოფილ უკრაინელს მაღალჩინოსანს, მოძრაობის "ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის" ლიდერს, ვიქტორ მედვედჩუკს და მის თანამოაზრეს, ტარას კოზაკს ბრალად ედებათ ღალატი და უკრაინის ეროვნული რესურსების ძარცვის მცდელობა. 

ბრალდებულებზე ძებნა გამოცხადდა.

ვიქტორ მედვედჩუკი და ტარას კოზაკი რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული პირები არიან.  

ვენედიქტოვა აცხადებს, რომ მან მედვედჩუკის და კოზაკის ბრალდების დოკუმენტს ხელი მას შემდეგ მოაწერა, რაც კოლეგებთან ერთად ჩაატარა საგამოძიებო მოქმედებები, მიიღო ექსპერტიზის დასკვნები, გამოკითხა მოწმეები და სწორედ ამის საფუძველზე დადგინდა ბრალდებაც. 

"დასკვნები ასეთია: 

1. ყირიმს სხვა ქვეყანას ვერ მიაკუთვნებ

2. დაუშვებელია, მონაწილეობა მიიღო უკრაინის წიაღისეულთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი დოკუმენტების გადაცემაში, იმ რესურსებისა, რომლის მონეტარული ღირებულებაც 38 მილიონი გრივნაა. 

3. შეუძლებელია გახდე იმ ქონების სამართალმემკვიდრე, რომელზე უფლებაც უკრაინის მოქალაქეებს ეკუთვნით.

4. დაუშვებელია სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გამჟღავნება.

5. დაუშვებელია, შექმნა საინფორმაციო ჯამბაზების და მარიონეტების არმია და გამოიყენო ისინი ანტი-უკრაინული ინტერესებისთვის". - აცხადებს უკრაინის გენერალური პროკურორი. 

ვიკტორ მედვედჩუკს პუტინის ნათლიასაც უწოდებენ. ის უკრაინის პრეზიდენტთან, ლეონიდ კუჩმასთან მუშაობდა მაშინ, როცა პუტინი პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩნდა. 


close დახურვა