logo
ENG



კორონავირუსის 504 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 27 ადამიანი

17 მაი 202110:46
3 წუთის საკითხავი
clock 707
კორონავირუსის 504 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 27 ადამიანი

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 504-ით გაიზარდა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 2 038 ადამიანი, 27 კი გარდაიცვალა.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 11 665 კვლევა, აქედან 6 137 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 5 528 PCR-ით.

დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის ვაქცინით 738 ადამიანი აიცრა. ჯამში ამ დროისთვის 89 260 ადამიანია აცრილი.

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 4,32%-ია, ბოლო 14 დღის - 4,9%, ბოლო 7 დღის - 3,84%.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:

  • თბილისი - 263 შემთხვევა;
  • აჭარა - 53;
  • იმერეთი - 50;
  • ქვემო ქართლი - 20;
  • შიდა ქართლი - 13;
  • გურია - 4;
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 44;
  • კახეთი - 33;
  • მცხეთა-მთიანეთი - 7;
  • სამცხე-ჯავახეთი - 11;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 15 525 აქტიური შემთხვევაა. 4 395 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 419, აჭარაში - 499, იმერეთში - 571. მძიმე პაციენტია 920 პირი, მათ შორის, თბილისში - 443, აჭარაში - 96, იმერეთში -165. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 213 პირი, მათგან თბილისში - 142, აჭარაში - 6, იმერეთში - 16. 657 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 362 - თბილისში, 261- აჭარაში. 10 473 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 67 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 57, ხოლო აჭარაში - 9. თვითიზოლაციაში იმყოფება 24 074 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 16 332 პირი, აჭარაში - 1 482, იმერეთში - 1 855.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა 330 879-ს შეადგენს. აქედან 310 859 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 4 469 გარდაიცვალა.

 

close დახურვა