logo
ENG



"ქართულ ოცნებაში" 20:00 საათზე პოლიტსაბჭოს სხდომა ჩაინიშნა

17 მაი 202114:59
3 წუთის საკითხავი
clock 1009
"ქართულ ოცნებაში" 20:00 საათზე პოლიტსაბჭოს სხდომა ჩაინიშნა

ქართულ ოცნებაში 20:00 საათზე პოლიტსაბჭოს სხდომა ჩაინიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პოლიტსაბჭოზე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე იმსჯელებენ, მათ შორის, იქნება საუბარი თვითმმართველობის არჩევნებზეც.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ამბობს, რომ კახა კალაძის თბილისის მერად კენჭის ყრის შესახებ მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც თავად მოქმედი მერი მიიღებს გადაწყვეტილებას.

„ჩვენ რეგულარულად ვმართავთ შეხვედრებს, ესაა მონაწილეობის და გადაწყვეტილების მიღების ფორმატი, განვიხილავთ მიმდინარე საკითხებს და რაც მთავარია, დაწყებულია კონსულტაციები თვითმმართველობის არჩევნების საკითხზე. არაერთი საკითხია დღის წესრიგში.

როგორც კი კალაძე მიიღებს გადაწყვეტილებას, საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი. კანდიდატებთან კონკრეტული პოზიციების გახმიანება ჩვენი მხრიდან ჯერ ნაადრევია. კახა კალაძე არის ყველა დროის ერთერთი საუკეთესო მერი დედაქალაქის და მთელი გუნდის სურვილი გახლავთ, რომ მისი ლიდერობით გავიმარჯვოთ თვითმმართველობის არჩევნებში", - ამბობს თალაკვაძე.


close დახურვა