logo

იმნაძე: სამწუხაროდ, ჩვენთან კი არა, ევროკავშირშია ვაქცინაზე პრობლემა

18 მაი 202100:25
3 წუთის საკითხავი
clock 363
იმნაძე: სამწუხაროდ, ჩვენთან კი არა, ევროკავშირშია ვაქცინაზე პრობლემა

კრიტიკული თვალით უყურებს ყველა, მაგრამ ფაქტი ხომ ის არის, რომ აცრები დაიწყო პოლიკლინიკებშიც და კლინიკებში ყველგან, მერე პოლიკლინიკებში შეწყდა იმ ტრაგიკული შემთხვევის გამო და გაგრძელდა მაღალტექნოლოგიურ კლინიკებში. ადამიანები უნდა შეჩვეოდნენ, რომ ეს ვაქცინა ჩვეულებრივი აცრაა. გაფართოვდება ჩვეულებრივ კლინიკებზე და მასობრივ ხასიათს მიიღებს. 

სამწუხაროდ, ვაქცინა პრობლემაა. ალბათ ადევნებთ თვალს - ჩვენთან კი არა, ევროკავშირშია ვაქცინაზე პრობლემა. ევროკავშირის დაპირება იყო, რომ ბევრი ქვეყანა თავიანთი წილი ვაქცინებიდან გაგვინაწილებდნენ, სამწუხაროდ, ამას ვერ ახერხებენ იმიტომ, რომ თვითონ აქვთ შექმნილი ძალიან დიდი პრობლემა ვაქცინებით მომარაგებაში. ძალიან დიდი მადლობა ჩინეთის ხელისუფლებას, რომ ეს ვაქცინები მოგვაწოდეს.

close დახურვა