logo
ENG



USAID-მა საქართველოს 67 მილიონი დოლარის გრანტი გამოუყო

21 მაი 202112:53
3 წუთის საკითხავი
clock 854
USAID-მა საქართველოს 67 მილიონი დოლარის გრანტი გამოუყო
საქართველოს მთავრობა

USAID-მა პროგრამის "საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობისათვის“ ფარგლებში, საქართველოს 67 მილიონი დოლარის გრანტი გამოუყო.  საგრანტო ხელმოწერის ცერემონიას პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და საქართველოში ამერიკის ელჩი, კელი დეგნანი ესწრებოდნენ.

ღარიბაშვილის თქმით, შეთანხმების ფარგლებში, შესაძლებელი იქნება გრანტის ეტაპობრივად  330 მილიონ დოლარამდე გაზრდა.

"შეთანხმება მიზნად ისახავს მაღალანაზღაურებადი და ხარისხიანი დასაქმების შესაძლებლობების შექმნას, ანგარიშვალდებული მმართველობის გაძლიერებას და დემოკრატიული მიღწევების განმტკიცებას. იგი მოიცავს არაერთ სტრატეგიულ მიმართულებას - კონფლიქტების მოგვარებას, სოფლის მეურნეობის და კერძო სექტორის განვითარებას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებს, დემოკრატიულ მმართველობას, სამოქალაქო საზოგადოებას, საბაზისო განათლებას, ასევე სოციალურ სერვისებს და  გარემოს დაცვას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 


close დახურვა