logo
ENG



მარნეულში 23 წლის კაცი მოკლეს

25 მაი 202111:48
3 წუთის საკითხავი
clock 777

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მარნეულში 23 წლის კაცი მოკლეს. 

უწყების ცნობით, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა მარნეულში, ურთიერთშელაპარაკებისას, მეზობლად მცხოვრებ ახლობელს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი კაცი ადგილზე გარდაიცვალა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ბრალდებული დაკავებულია, მას 7-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.


close დახურვა