logo
ENG



POG: 14 წელი მიესაჯა კაცს, რომელმაც შვილს, მოკვლის მიზნით, 9 ჭრილობა მიაყენა

03 ივნ 202110:48
3 წუთის საკითხავი
clock 990
POG: 14 წელი მიესაჯა კაცს, რომელმაც შვილს, მოკვლის მიზნით, 9 ჭრილობა მიაყენა

პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ გენდერის ნიშნით შვილის მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 14 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

უწყების ცნობით, 2020 წლის 15 სექტემბერს თბილისში, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა კაცმა გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, ურთიერთშელაპარაკების დროს, იმ მიზეზით, რომ როგორც მამას და კაცს, ქალზე უპირატესი უფლება ჰქონდა, გადაეწყვიტა ვისთან იმეგობრებდა და როგორ იცხოვრებდა მისი შვილი, მოკვლის განზრახვით, მას დანით ცხრა ჭრილობა მიაყენა.

"კაცმა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა, რადგან დაზარალებული წინააღმდეგობას უწევდა და გაქცევას ცდილობდა. ასევე მას დახმარება გაუწია იქვე მყოფმა პირმა და განარიდა იგი", - ამბობენ პროკურატურაში.

კაცი მეორე დღეს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის მეორე ნაწილის "დ" და "ვ" ქვეპუნქტებით (მკვლელობის მცდელობა, გენდერის ნიშნით, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა.


close დახურვა