logo
ENG



სუბარი: ივანიშვილმა საჭიროდ ჩათვალა, ყველაფერს ნათელი მოჰფინოს, მგონი კითხვები აღარ დარჩა

07 ივნ 202112:00
3 წუთის საკითხავი
clock 1237

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოზარ სუბარი, ბიძინა ივანიშვილის მსგავსად, გიორგი გახარიას მიერ მმართველი გუნდის დატოვებას და ახალი პარტიის შექმნას ღალატს უწოდებს. 

ამასთან, სუბარი ამბობს, რომ გახარია და მისი გუნდი "ჭორებს ავრცელებდნენ", თითქოს მათი პარტიის შექმნა ბიძინა ივანიშვილის ალტერნატიული გეგმა იყო, ამიტომ ივანიშვილმა საჭიროდ ჩათვალა, "ყველაფრისთვის ნათელი მოეფინა".

"ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ დადიოდნენ გახარია და მისი გუნდის წევრები და ავრცელებდნენ ჭორებს, რომ თითქოს ეს არის ბიძინა ივანიშვილის ალტერნატიული გეგმა, რაც იყო ტყუილი, მაგრამ როგორც ჩანს, თვითონ ბიძინა ივანიშვილმა საჭიროდ ჩათვალა, რომ შეფასება მიეცა ამ სიცრუისთვის და ღალატისთვის, რომელიც მართლა ჩაიდინა გიორგი გახარიამ და ჩაიდინეს, მისმა გუნდის წევრებმაც.

ბიძინა ივანიშვილი წავიდა პოლიტიკიდან, ჩვენ არ გვაქვს მასთან კონტაქტი პოლიტიკურ თემებზე, შეიძლება რაღაც ადამიანური კონტაქტი არსებობდეს, ამ ფონზე, როდესაც ვიღაც ცდილობს მისი სახელი გამოიყენოს და გამოიყენოს არასწორად, ბუნებრივია მან ჩათვალა საჭიროდ, რომ ყველაფერს მოჰფინოს ნათელი და თავისი პოზიცია გაამჟღავნა ძალიან ნათლად და მკაფიოდ, მგონი კითხვები აღარ დარჩა არავის", - განაცხადა სოზარ სუბარმა. 

პოლიტიკიდან წასულმა ქართული ოცნების დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა დღეს, 7 ივნისს ვრცელი განცხადება გაავრცელა, სადაც ამტკიცებს, რომ გიორგი გახარია მისი პროექტი არაა. ივანიშვილი გახარიას მოღალატეს უწოდებს და ამბობს, რომ მან იმედი გაუცრუა.


close დახურვა