logo
ENG



მოქალაქე განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული წამლის შემოტანისთვის დააკავეს

08 ივნ 202110:54
3 წუთის საკითხავი
clock 973

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მედიკამენტის შემოტანისთვის ერთი მოქალაქე დააკავეს. 

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საბაჟო-გამშვები პუნქტის, სარფის გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად მის სარგებლობაში არსებული სატვირთო ავტომობილით, შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული თურქული წარმოების მედიკამენტები.

​საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული თურქული წარმოების მედიკამენტების საბაჟო ღირებულება 25 000 ლარს აღემატება. 


close დახურვა