logo
ENG



თელავში ახალგაზრდებმა ერთმანეთი, სავარაუდოდ, მაკრატლით დაჭრეს

10 ივნ 202111:31
3 წუთის საკითხავი
clock 830

თელავში ურთიერთშელაპარაკების შემდეგ ორმა ახალგაზრდმა ერთმანეთს ჭრილობები მიაყენა. გავრცელებული ინფორმაციით, მათ იარაღად მაკრატელი გამოიყენეს.

ორივე ახალგაზრდა სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი - მათ შორის, ერთერთი თბილისში. მისი მდგომარეობა შედარებით მძიმეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე, ან მძიმე დაზიანებას  გულისხმობს გაუფრთხილებლობით.


close დახურვა