logo
ENG



ოცნების დეპუტატი პარლამენტში ფსიქოლოგისა და ფსიქიატრის ყოფნის საჭიროებას ხედავს

10 ივნ 202114:44
3 წუთის საკითხავი
clock 2532
2021/06/10/17xm1ptot7goji7.jpg

ქართული ოცნების დეპუტატი ირმა ზავრადაშვილი პარლამენტში ფსიქოლოგისა და ფსიქიატრის ყოფნის საჭიროებას ხედავს.

ამის შესახებ მან პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვლისას ისაუბრა.

"როგორც ჩანს, ადმინისტრაციასთან მექნება თხოვნა, სიტუაცია ისე მიდის, რომ შტატის დამატებაზე იქნება ინიციატივა გასაკეთებელი, იმიტომ, რომ აშკარად გვჭირდება ფსიქოლოგიც და ფსიქიატრიც პარლამენტში", - თქვა დეპუტატმა.

პარლამენტში მეორე მოსმენით მიმდინარეობს "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების" შესახებ კანონპროექტის განხილვა, რომელიც პოლიტიკური პარტიებისთვის დაფინანსების წესის ცვლილებას გულისხმობს. კანონპროექტის თანახმად, პარტია, რომელიც მანდატებზე უარს იტყვის, საბიუჯეტო დაფინანსებას ვერ მიიღებს.

ზავრადაშვილმა მომხსენებელ ანრი ოხანაშვილს მიმართა და სთხოვა, ინიციატივის შესახებ მარტივ ენაზე ისაუბროს, რათა ხალხისთვის გასაგები გახდეს.

"იურიდიული ტერმინების გარეშე, მართლა ხალხისთვის გასაგებია რომ გახდეს, კონკრეტული მუხლი როგორ მოქმედებს კონკრეტულ პარტიაზე, კონკრეტულ სიტუაცაზე, განმარტება რომ მეტი იყოს, ხალხმა რომ მეტი ინფორმაცია გაიგოს", - მიმართა დეპუტატმა ოხანაშვილს.


close დახურვა