logo

თანასწორობის მოძრაობა: თბილისში ტრანსგენდერ ქალს თავს დაესხნენ

10 ივნ 202119:13
3 წუთის საკითხავი
clock 600
2021/06/10/s9f59eu1zkg4fw5.jpg

თანასწორობის მოძრაობის ინფორმაციით, თბილისში ტრანსგენდერ ქალს თავს დაესხნენ.

მათივე ცნობით, შემთხვევა 4 ივნისს, ღამის საათებში, დიდუბის ტერიტორიაზე მოხდა. 

"მოძალადე პირმა ჯერ კომპლიმენტი უთხრა დაზარალებულს, თუმცა მას შემდეგ რაც გაიგო რომ ტრანსგენდერი ქალია, სახეში ძლიერად დაარტყა. 

თავდამსხმელს თან ახლდა ორი პიროვნება, რომლებმაც თავდამსხმელი განარიდეს დაზარალებულს. დაზარალებულმა პოლიციას გამოუძახა. თავდამსხმელი მეორე დღეს დააკავეს. 

“თანასწორობის მოძრაობა” იმ დღესვე ჩაერთო საქმეში და იცავს დაზარალებულის ინტერესებს. საქმეზე გაიმართა სასამართლო სხდომა და თავდამსხმელს საპატიმრო გირაო შეუფარდეს 2000 ლარის ოდენობით. საქმეზე გამოკვეთილია სიძულვილის ნიშანი", - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

close დახურვა