logo
ENG



ზღვაში გაუჩინარებული ახალგაზრდას ცხედარი იპოვეს

11 ივნ 202119:11
3 წუთის საკითხავი
clock 1076
2021/06/11/lwgjc5u2pspfuuc.png

ფოთში, ზღვაში გაუჩინარებული ახალგაზრდას ცხედარი მაშველებმა იპოვეს. ცხედარი ახლობლების მიერ იდენტიფიცრებულია.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ზღვაზე მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. თვითმხილველები აცხადებენ, რომ 25 წლის კაცი წელამდე წყალში იყო, რა დროსაც იგი დინებამ გაიტაცა. 

კაცის გაუჩინარების შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტში განცხადება 4 ივნისს შევიდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო შესაბამისი სამაშველო ტექნიკა.


close დახურვა