logo
ENG



სეპარატისტული რეჟიმი ოკუპირებულ ცხინვალში "რუსეთის დღეს" აღნიშნავს

12 ივნ 202114:37
3 წუთის საკითხავი
clock 658

სეპარატისტული რეჟიმი ოკუპირებულ ცხინვალში "რუსეთის დღეს" აღნიშნავს.

ღონისძიებები გამკაცრებული უსაფრთხოების პირობებში იმართება.  

საოკუპაციო რეჟიმის ე წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე არიან გადაყვანილი. ადგილზე გამნაღმველებიც მუშაობენ. შესაძლოა ოკუპირებულ ცხინვალში რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნებიც ჩავიდნენ და უსაფრთხოების ზომებიც გამკაცრებაც სავარაუდოდ ამას უკავშირდება. 

აღნიშვნა 3 დღის მანძილზე გაგრძელდება. 

რუსეთის დღის აღსანიშნავად ოკუპირებულ ცხინვალში გაიმართა მანქანებით მსვლელობა რუსეთის და საოკუპაციო რეჟიმის დროშებით. 

რუსეთის დღე 1990 წლიდან აღინიშნება, მას შემდეგ, რაც 12 ივნისს რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის სახალხო დეპუტატთა ყრილობამ მიიღო „დეკლარაცია სახელმწიფო სუვერენიტეტის შესახებ“.

2002 წლამდე ამ დღეს „რუსეთის დამოუკიდებლობის დღე“ ერქვა. 


close დახურვა