logo
ENG



ძალადობაში დადანაშაულებული მთავარეპისკოპოსი ომბუდსმენზე სიძულვილის ენით ლაპარაკობს

12 ივნ 202116:14
3 წუთის საკითხავი
clock 608
ძალადობაში დადანაშაულებული მთავარეპისკოპოსი ომბუდსმენზე სიძულვილის ენით ლაპარაკობს

მთავარეპისკოპოსი სპირიდონი სახალხო დამცველის შესახებ დეზინფორმაციას და კონსპირაციას ავრცელებს. 

მან ფეისბუქზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც მათზე ჰომოფობიური და სიძულვილის ენით ლაპარაკობს. 

კერძოდ, ეხმაურება გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის, ანა ჩერნიშოვას განცხადებას, როცა მან განაცხადა, რომ სახალხო დამცველი ნინოწმინდის პანსიონში დაუყოვნებლივ უნდა შეუშვან. 

"მიმდინარეობს სოდომისტ-ჰომოსექსუალთა მხრიდან საშინელი ზეწოლა ქართველ ხალხზე. გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მოქმედი ხელმძღვანელი, ვინმე ანა ჩერნიშოვა, საქართველოს აძალებს ნინოწმიდის პანსიონატში დაუყოვნებლივ შეუშვან სახალხო გამხრწნელი, სოდომია-ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდისტ მაიძულებელი ლომჯარია, რათა გარყვნან ქართველი ახალგაზრდობა.

ამ სატანის მსახურებს ჩვენ უნდა ვუპასუხოთ წმიდა წერილის სიტყვებით:

"ნუთუ არ იცით, რომ უსამართლონი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს? თავს ნუ მოიტყუებთ: მამათმავალნი​ ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს". - აცხადებს ბავშვებზე ძალადობაში დადანაშაულებული მთავარეპისკოპოსი. 

პარალელურად ნინოწმინდის პანსიონში, სადაც ბავშვები წლების განმავლობაში იყვნენ ძალადობის მსხვერპლები და საიდანაც, სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, არასრულწლოვნები ეტაპობრივად გაყავთ, პატრიოტთა ალიანსმა და კიოკუშინ კარატეს ფედერაციამ 50 ბავშვი მიიყვანა

ისინი იქ რამდენიმე დღის განმავლობაში დარჩებიან. 


close დახურვა