logo
ENG



შაბათის ფორმულა: გორში კაცი მანქანით გადაადგილდება და ქალაქში ნარკოტიკებს ყიდის

12 ივნ 202120:07
3 წუთის საკითხავი
clock 5001

შაბათის ფორმულას წყაროს ინფორმაციით, შიდა ქართლში, ნარკოტიკებით ქუჩაში ღიად ვაჭრობენ. წყარო ამბობს, რომ გორში შუახნის კაცი დაუფარავად ქუჩაში ყიდის, სავარაუდოდ, ნარკოტიკულ და ფსიქოტროპულ საშუალებებს.   

შაბათის ფორმულამ საგამოძიებო რეპორტაჟის დროს, ფარულად გადაიღო, როგორ მიდიოდნენ რამდენიმე საათის განმავლობაში ვერცხლისფერ ავტომობილთან ადამიანები და შიგნით მცირე დროით სხდებოდნენ, შემდეგ კი, საკუთარ ავტომობილებში ბრუნდებიან. აღნიშნული ავტომობილი გადაადგილდებოდა მთელი ქალაქის მასშტაბით. 

ასევე, საგამოძიებო რეპორტაჟის ფარგლებში შაბათის ფორმულას გადამღებ ჯგუფს კაცმა, რომლის ვინაობასაც შეგნებულად არ ვასახელებთ - ე.წ. ფაქტი მიჰყიდა. ჟურნალისტი მას მომხმარებლად გაეცნო - საბოლოოდ კი საგამოძიებო ექსპერიმენტისთვის მყარი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით საკონტროლო შესყიდვა განახორციელა. 

პირველი შეხვედრის დროს, შაბათის ფორმულას ჟურნალისტმა კაცისგან ნარკოტიკული საშუალების შეძენა ვერ მოახერხა, მაგრამ მას გაეცნო და შეუთანხმდა, რომ მომდევნო დღეებში კიდევ დაუკავშირდებოდა. შაბათის ფორმულას ჟურნალისტმა კაცისგან, ის ფსიქოტროპული საშუალებებიც იყიდა, რომელსაც ნარკომომხმარებლები საქართველოში ფართოდ გამოიყენებენ. 

შაბათის ფორმულას წყაროს ინფორმაციით, შუახნის კაცი სუტინიორობითაც არის დაკავებული. წყაროს თქმით, კაცის საქმიანობის შესახებ, სავარაუდოდ, იცის პოლიციამაც.


close დახურვა