logo
ENG



შსს: დავაკავეთ პირი, ვინც პოლიციელს ჩხრეკისას დაესხა თავს

13 ივნ 202112:46
3 წუთის საკითხავი
clock 1422
შსს: დავაკავეთ პირი, ვინც პოლიციელს ჩხრეკისას დაესხა თავს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქუთაისში დააკავეს ადამიანი, ვინც პოლიციელს ჩხრეკისას დაესხა თავს.

უწყების ინფორმაციით, დაკავებული წარსულში ნასამართლევი პირია.

„მიმდინარე წლის 10 ივნისს, ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, ზ.კ.-ის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში მიმდინარე საგამოძიებო მოქმედების - პირადი ჩხრეკის დროს, ბრალდებული ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომელს - 1986 წელს დაბადებულ დ.გ.-ს თავს დაესხა და ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა", - ვკითხულობთ განცხადებაში. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა