logo
ENG



გიორგი გახარიამ აჭარაში თავისი პარტიის გუნდის წევრები წარადგინა

14 ივნ 202115:43
3 წუთის საკითხავი
clock 1019
2021/06/14/kv17rneaqol02w0.png

გიორგი გახარიამ აჭარაში თავისი პარტიის გუნდის წევრები წარადგინა. 

ბათუმში "საქართველოსთვის" ლიდერი ირაკლი თავდგირიძე იქნება, რომელიც ადრე ბათუმის მერიაში მუშაობდა. 

აჭარაში პარტიას ირაკლი მიქელაძე უხელმძღვანელებს. მიქელაძემ ქართული ოცნება 2019 წელს დატოვა. 

პარტიის პრეზენტაციას დაესწრო აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, კოტე ანანიაშვილი, რომელიც გახარიას პრემიერობის ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე რეგიონული პოლიტიკის სამსახურის უფროსი იყო და მისი გადადგომისთანავე გადადგა. 

გიორგი გახარუამ არ უპასუხა კითხვას, იქნება თუ არა ანანიაშვილი ბათუმის მერობის კანდიდატი. 

"დღეს გავხსენით პირველი რეგიონული ოფისი ბათუმში, აჭარაში. ეს არ არის შემთხვევითი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნის შემდგომი წლების წრამატება განისაზღვრება თბილისის, ბათუმის და სხვა ქალაქების წარმატებით". - თქვა გახარიამ. 

მისივე თქმით, ბათუმში იყო პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც პროგრამა განიხილეს. 


close დახურვა