logo
ENG



გამყრელიძე: 2 დოზით აცრილებში 0.2% დაინფიცირდა, უმრავლესი შემთხვევა მსუბუქია

15 ივნ 202111:54
3 წუთის საკითხავი
clock 977
გამყრელიძე: 2 დოზით აცრილებში 0.2% დაინფიცირდა, უმრავლესი შემთხვევა მსუბუქია
საქართველოს მთავრობა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრალიძის ცნობით, 2 დოზით აცრილებში 0.2% დაინფიცირდა, 1 დოზით აცრილებში კი - 0.8%.

როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა, უმრავლესობაში დაავადება მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს.

"2 დოზით აცრილებში გვაქვს ინფიცირების 0.2%, ერთი დოზით აცრილებში არის დაახლოებით 0.8%, მაგრამ უმრავლესი შემთხვევა არის მსუბუქი, რომლებიც ბინაზე მკურნალობით და დაკვირვებით იქნა მოხსნილი", - თქვა გამყრელიძემ.

15 ივნისისთვის საქართველოში 2 დოზით აცრილია 69 197 ადამიანი, სულ ჩატარებულია 212 163 აცრა.


close დახურვა