logo
ENG



ზუკა გუმბარიძე რუსთავი 2-ის საქმეზე დღეს კიდევ ერთხელ გამოიკითხება

16 ივნ 202110:05
3 წუთის საკითხავი
clock 1915

ტელეკომპანია ფორმულას გენერალური დირექტორი ზუკა გუმბარიძე რუსთავი 2-ის საქმეზე სასამართლოში მოწმის სახით დღეს მეორედ გამოიკითხება.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 14:00 საათზეა ჩანიშნული.

როგორც გუმბარიძემ აღნიშნა, წინა სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ იგივე კითხვები დაუსვა, რასაც პროკურატურაში გამოკითხვისას უპასუხა, ამიტომ მისთვის გაუგებარია, რატომ იბარებენ სასამართლოში.

"მე ერთხელ უკვე ვიმყოფებოდი პროკურატურაში გამოკითხვაზე. 9 საათის განმავლობაში ხდებოდა ჩემი გამოკითხვა. პროკურატურაშივე ამომწურავად გავეცი პასუხი ყველა კითხვას, თუმცა ამის მიუხედავად, სამწუხაროდ, კვლავ ჩათვალა პროკურატურამ საჭიროდ, რომ უკვე სასამართლოში მომხდარიყო ჩემი გამოკითხვა.

სამწუხაროა ის ფაქტი, რომ იმის ნაცვლად, მედიამენეჯერები საკუთარი საქმით იყვნენ დაკავებულები, დღეს კიდევ ერთხელ მიწევს სასამართლოზე მისვლა, თუმცა ბუნებრივია, ამჯერადაც ისევე როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, ამომწურავად იქნება ჩემი მხრიდან გაცემული პასუხები ყველა კითხვაზე", - განაცხადა ზუკა გუმბარიძემ.

ცნობისთვის, პროკურატურამ რუსთავი 2-ის საქმეზე ბრალი ნიკა გვარამიას, ასევე, რუსთავი 2-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიასა და ინტერმედია პლუსის დირექტორის ზურაბ იაშვილს წაუყენა. გვარამიას ბრალად რუსთავი 2-ის ქონების გაფლანგვა ედება და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება.

ზუკა გუმბარიძე ამ საქმეზე 2019 წლის 2 ოქტომბერს გამოიკითხა.


close დახურვა