logo
ENG



ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს სამედიცინო აღჭურვილობისთვის €50 მლნ-ით დაეხმარება

17 ივნ 202111:26
3 წუთის საკითხავი
clock 787
ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს სამედიცინო აღჭურვილობისთვის €50 მლნ-ით დაეხმარება

ევროპის საინვესტიციო ბანკი ვაქცინებისა და COVID-19-თან დაკავშირებული სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად საქართველოს 50 მილიონი ევროს დახმარებას გაუწევს.

ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ 50 მილიონი ევრო საქართველოს ვაქცინებისა და COVID-19-ით დაავადებული პაციენტების სამკურნალოდ აუცილებელი სამედიცინო აღჭურვილობის შეძენის შესაძლებლობას მისცემს.

თანხა დაემატება 2020 წელს გამოყოფილ 210 მილიონ ევროს. ეს არის ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი მეორე ყველაზე მსხვილი თანხა.

ევროპის საინვესტიციო ბანკი არის ევროკავშირის წევრი ქვეყნების მფლობელობაში არსებული გრძელვადიანი დაკრედიტების ინსტიტუტი, რომელიც ევროკავშირის პოლიტიკის მიზნების მისაღწევად  გონივრული ინვესტიციებისთვის გრძელვადიან დაფინანსებას უზრუნველყოფს.


close დახურვა