logo
ENG



"ვითხოვთ თანაბარ შრომის პირობებს" - ყვითელი მიკროავტობუსის მძღოლებმა აქცია გამართეს

18 ივნ 202112:54
3 წუთის საკითხავი
clock 725

ახმეტელის მეტროსთან ყვითელი მიკროავტობუსის მძღოლებმა აქცია გამართეს. ისინი ხელფასების ცვლილებას აპროტესტებენ და მის ძველ ნიშნულზე დაბრუნებას ითხოვენ.

გაფიცულები ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც ქალაქს ლურჯი მიკროავტობუსები დაემატა, მათი ხელფასები შემცირდა.

მძღოლები ასევე ითხოვენ მიკროავტობუსების კუთვნილებაში გადაცემას. აქციის მონაწილეების თქმით, მათ ავტომობილები საბოლოო შესყიდვის პირობით ჰყავდათ.

აქციის მონაწილეებს მხარდაჭერა გამოუცხადა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.

"ამ მძღოლების ჯიბეში ხელი ჩაყო კალაძემ და ჯამურად, 43 მილიონი წაიღო. ყვითელი მიკროავტობუსების ნაცვლად ლურჯები შემოიყვანეს, გადაუფორმეს კომპანიას, 1500 ლარის ნაცვლად 800 აქვთ მძღოლებს ხელფასი, მიკროავტობუსებს არ უფორმებენ მძღოლებს... და რა მოხდა? ამით კალაძემ ვიღაცასთან გაინაწილა 43 მილიონი", - თქვა ვაშაძემ.


close დახურვა