logo
ENG



პარლამენტის საგამოძიებო კომისია ხვალ ცესკო-ს თავმჯდომარეს მოუსმენს

20 ივნ 202122:17
3 წუთის საკითხავი
clock 780
პარლამენტის საგამოძიებო კომისია ხვალ ცესკო-ს თავმჯდომარეს მოუსმენს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია ხვალ, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრების კითხვებს უპასუხებს. ცესკო-ს თავმჯდომარე საკანონმდებლო ორგანოში 14:00 საათზე მივა. 

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის განცხადებით, კომისიამ შეარჩია ყველაზე პრობლემური უბნები, სადაც ყველაზე მაღალი დისბალანსი იყო, როგორც ბიულეტენების ნაკლებობის, ასევე, ბიულეტენების მეტობის კუთხით.

მოხდა ყველაზე პრობლემური 38 უბნიდან 20 უბნის გადათვალა. მათგან 4 უბნის კომისიის წევრები და ოლქის თავმჯდომარე პარლამენტში დაიბარეს და კომისიის სხდომაზე გამოკითხეს


close დახურვა