logo
ENG



მთაწმინდის რაიონში ორი ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

21 ივნ 202112:37
3 წუთის საკითხავი
clock 1220

თბილისში, მთაწმინდის რაიონში ორი ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. ისინი კლინიკებში არიან გადაყვანილი.

ექიმის ინფორმაციით, ერთ-ერთ მათგანს ჭრილობები გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული.

"პაციენტი 22-წლამდე ახალგაზრდა მამაკაცია, შემოიყვანეს ამ დილით, გამთენიისას, შემოყვანილია ჭრილობებით გულ-მკერდის არეში, ჩატარდა შესაბამისი სამედიცინო დახმარება და ამ ეტაპზე პაციენტი იმყოფება ქირურგიის დეპარტამენტში, სადაც უტარდება შემდგომი მეთვალყურეობა", - ამბობს კლინიკის ექიმი.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 (დანაშაულის მცდელობა) და და 109-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში) მიმდინარეობს.


close დახურვა