logo
ENG



შსს-მ ძალადობის ბრალდებით ვიქტორია სექიურიტის თანამშრომელი დააკავა [ვიდეო]

21 ივნ 202115:06
3 წუთის საკითხავი
clock 1118
2021/06/21/o7al538orqz09ll.png

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ თბილისში, ძალადობის ბრალდებით, 1990 წელს დაბადებული, წარსულში ამავე დანაშაულისთვის ნასამართლევი თ.კ. დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ შპს ვიქტორია სექიურიტის თანამშრომელმა - თ.კ.-მ მიმდინარე წლის 17 ივნისს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1977 წელს დაბადებულ ზ.თ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მეორე დღეს, ცხელ კვალზე დააკავეს.

უწყებაში ამბობენ, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.


close დახურვა