logo
ENG



ხვალ თბილისის დიდ ნაწილს ელექტროენერგია დროებით შეეზღუდება

21 ივნ 202118:45
3 წუთის საკითხავი
clock 702
ხვალ თბილისის დიდ ნაწილს ელექტროენერგია დროებით შეეზღუდება

კომპანია თელასის ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოს გამო 22 ივნისს თბილისის დიდ ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

გლდანის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, „ა“ მიკრორაიონების, ხიზამბარელის, ხიზანიშვილის, გმირ კურსანტთა, ქერჩის, სარაჯიშვილის, ილორის, ზარზმის, წყალსადენის და ჭედიას ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, ა მიკრორაიონების, ხიზამბარელის, ხიზანიშვილის, გმირ კურსანტთა, ქერჩის, სარაჯიშვილის, ილორის, ზარზმის, წყალსადენის და ჭედიას ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ერეკლე მეორის მოედნის, კალისტრატე ცინცაძის, ლეონიძის, ავლევის, ყავლაშვილის, ვერცხლის, ოქრომჭედლების, დიუმას, ნიშნიანიძის, იეთიმ გურჯის, ჩახრუხაძის, ჩიკვაიძის, შავთელის, ნაკაშიძის და ბარათაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოლმეურნეობის მოედნის, მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიის, ვეკუას, ჭანტურიას, ხაზინის, ფხოვის, ბარათაშვილის, ათონელის, სულხანიშვილის, გოგჩას, ფურცელაძის, სანაპიროს, მტკვრის, ორბელიანის, ტელეგრაფის, ხიდისთავის, თაბუკაშვილის და ჯორჯიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ლილოს დასახლების, სადგური „ლილოს“, საქსოფმშენის დასახლების, საქსოფმანქის დასახლების, საქნავთის დასახლების, ლოჭინის, ჭირნახულის, ფრანგულიანის, ღლონტის, ორახელიძის, იუმაშევის და გოკიელის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების (ნაწილობრივ), მახათის მთის, ხუდადოვის და გედევანიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კიკეთის და ბეთანიის მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გაბაშვილის, მარუხის გმირების და ტიციან ტაბიძის ქუჩებს მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის, რობაქიძის გამზირის და დიღმის მასივის V კვარტლის მოსახლეობას.

 


close დახურვა