logo
ENG



სალომე ზურაბიშვილი 23 ივნისს უკრაინას ოფიციალური ვიზიტით ეწვევა

21 ივნ 202122:29
3 წუთის საკითხავი
clock 1111
სალომე ზურაბიშვილი 23 ივნისს უკრაინას ოფიციალური ვიზიტით ეწვევა
პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 23 ივნისს უკრაინას ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში ზურაბიშვილი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. 

შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში ჩატარდება.

კიევში დაგეგმილია უმაღლესი დონის შეხვედრები: უკრაინის პრემიერთან, დენის შმიგალთან და უკრაინის ეროვნული რადას თავმჯდომარესთან, დმიტრო რაზუმკოვთან.

საქართველოს პრეზიდენტი უკრაინას სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად ეწვევა, რომლის შემადგენლობაშიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები შედიან.


close დახურვა