logo
ENG



რეგულირების სააგენტომ ერთ-ერთ საწარმოს 99 239 ერთეული ვადაგასული წამალი ჩამოართვა

22 ივნ 202117:54
3 წუთის საკითხავი
clock 843
რეგულირების სააგენტომ ერთ-ერთ საწარმოს 99 239 ერთეული ვადაგასული წამალი ჩამოართვა

ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტომ წამლის ერთ-ერთ საწარმოს 7 დასახელების 99 239 ერთეული ვადაგასული ფარმაცევტული პროდუქტი ჩამოართვა.  

უწყების ცნობით, საწარმო სწორედ ვადაგასულ წამლებს ყიდდა

სააგენტომ გამოავლინა, რომ საწარმომ ფარმაცევტული პროდუქტის ნაწილზე ვერ წარმოადგინა აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული ხარისხის სერტიფიკატი.

გარდა ამისა, დაწესებულება პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციას წესის დარღვევით ახდენდა. 

წარმოებას წესის დარღვევით არსებული ფარმაცევტული პროდუქტი ჩამოერთვა.

შესაბამისი ოქმი, ჩამორთმეული ფარმაცევტული პროდუქტის კონფისკაციის მოთხოვნით, გადაეგზავნა სასამართლოს.  


close დახურვა