logo
ENG



ჰომოფობიური ჯგუფები რუსთაველის მეტროსთან კარვებს შლიან

04 ივლ 202119:55
3 წუთის საკითხავი
clock 1232
ჰომოფობიური ჯგუფები რუსთაველის მეტროსთან კარვებს შლიან

ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები, ღირსების მარშის ჩაშლის მიზნით, რუსთაველის მეტროსთან კარვებს შლიან.

როგორც გურამ ფალავანდიშვილი ამბობს, ღამეს გაათევენ, დილიდან კი სხვა ჯგუფების წევრებს ელოდებიან. ის ამბობს, რომ მსვლელობის ჩასაშლელად ყველაფერს გააკეთებენ.

ფალავანდიშვილი მუქარის შემცველ განცხადებებს აკეთებს და ღირსების მარშის მონაწილეებს მოუწოდებს, არ გავიდნენ რუსთაველზე.

თბილისი პრაიდის კვირეული საქართველოში 1-ლი ივლისიდან დაიწყო. კვირეული ღირსების მარშით დასრულდება, რომელიც ხვალ, 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე გაიმართება.

 


close დახურვა