logo
ENG



აშშ-ის საელჩო: მხარს ვუჭერთ ლგბტქ საზოგადოებას, გამოიყენონ შეკრების თავისუფლება

05 ივლ 202110:19
3 წუთის საკითხავი
clock 866
2021/07/05/mn3wfecmr2t4r22.jpg

დღეს, 5 ივლისს თბილისი პრაიდის ფარგლებში ღირსების მარში გაიმართება.

ელჩი კელი დეგნანი რამდენიმე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის ლიდერს შეხვდა, რათა საქართველოში ადამიანის უფლებების განვითარებაში მათი საქმიანობისადმი აშშ-ის მხარდაჭერა გამოეხატა.

აშშ-ის საელჩომ საქართველოში კიდევ ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა ლგბტქ საზოგადოებას, გამოიყენონ შეკრების და გამოხატვის უფლება.

"შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრების მხარდაჭერას, შეასრულონ საკუთარი ვალდებულება ყველა მოქალაქის ადამიანის უფლებების დასაცავად. საქართველოს კონსტიტუციითა და კანონებით ყველა მოქალაქეს გარანტირებული აქვს თანასწორობისა და ღირსების უფლება, და სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობის მიუხედავად საკუთარი პიროვნების თავისუფლად განვითარების უფლება". - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. 

თბილისი პრაიდის კვირეული საქართველოში 1-ლი ივლისიდან დაიწყო. კვირეული ღირსების მარშით დასრულდება, რომელიც დღეს, 5 ივლისს, 18:00 საათზე რუსთაველის გამზირზე გაიმართება.

მობილიზებულები არიან ძალადობრივ ჯგუფები და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო. 

პრორუსულმა ჯგუფებმა რუსთაველის მეტროსთან კარვები გაშალეს და თქვეს, რომ მარშის ჩატარებას ხელს შეუშლიან. საპატრიარქოს წარმომადგენლები კი რამდენიმე პარაკლისს ჩაატარებენ. ჰომოფობიურ კონტრაქციაზე იგეგმება ბავშვების გამოყვანაც. 


close დახურვა