logo
ENG



შაბათის ფორმულა: გორში 17 წლის ბიჭი 7 წლის გოგოზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს

10 ივლ 202121:01
3 წუთის საკითხავი
clock 1922

შაბათის ფორმულას ინფორმაციით, გორში 17 წლის ბიჭი 7 წლის გოგოზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. ირკვევა, რომ მცირეწლოვანი დაკავებულის დის მეგობარია. 

შემთხვევა ბიჭის საცხოვრებელ სახლში მოხდა. ბავშვზე ძალადობის ეს ფაქტი ბრალდებულის მხრიდან, სავარაუდოდ პირველი არ ყოფილა, რადგან ამ დასახლების მცხოვრებლები ამბობენ, რომ ბიჭი ხშირად პატიჟებდა მისი დის არასრულწლოვან მეგობრებს სახლში სათამაშოდ.

"თამაშობდნენ ხოლმე იმ ბიჭის დასთან სახლში, დები იყვნენ. დიდი ამ დასთან თამაშობდა, პატარა როგორც ჩანს ამ ბიჭს ჰყავდა (მიჩვეული). თავიდან ხან კალთაში ჩაისვამდა, ალბათ ეთამაშებოდა და მერე ეს ამბავი მოხდა", - ამბობს ერთ-ერთი მეზობელი. 

კიდევ ერთი მცხოვრები ჰყვება, რომ ბრალდებულმა ბავშვს თვალები აუხვია და მასზე ისე იძალადა. 

"ეს ბიჭი ძალიან ცუდ მომენტში დაიჭირეს, ჩახდილი იყო და ბავშვს ისე ენახვებოდა. ამ ბავშვისთვის თვალი ჰქონდა აკრული და ისე იძალადა, ამ ბავშვმა თვალები რომ გაახილა, დაიწყო წივილი, კივილი და გამოიქცა", - თქვა მეზობელმა. 

შაბათის ფორმულას ცნობით, ბიჭი სავარაუდოდ სხვა მცირეწლოვნებზეც ძალადობდა, დასთან მოსულ მეგობრების ასაკით სარგებლობდა და გარყვნილი ქმედებებით კავდებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდო მოძალადეს შემთხვევის შემდეგ, მსხვერპლის ოჯახის წევრები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ტვინის შერყევის გამო ის სკოლაში რამდენიმე დღის განმავლობაში არ დადიოდა. შაბათის ფორმულამ ინფორმაციის გადამოწმება სცადა სავარაუდო მოძალადის მასწავლებელთან, თუმცა უშედეგოდ. 

შაბათის ფორმულას ინფორმაციით, ბიჭი არც ონლაინ გაკვეთილებს ესწრებოდა და ბევრს აცდენდა, თუმცა ამას უარყოფენ სკოლაში

მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია და 17 წლის მოზარდი პოლიციამ გასულ კვირას დააკავა. 


close დახურვა