logo
ENG



თურნავა: განვიხილავთ მსხვილ საწარმოებში ვაქცინაციის ცენტრების მოწყობას, თუ მოთხოვნა იქნება

20 ივლ 202113:11
3 წუთის საკითხავი
clock 881
თურნავა: განვიხილავთ მსხვილ საწარმოებში ვაქცინაციის ცენტრების მოწყობას, თუ მოთხოვნა იქნება

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, სურვილის შემთხვევაში მსხვილ საწარმოებში ვაქცინაციის ცენტრი მოეწყობა. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის შემდგომ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

"ზოგადად, რეგიონებში არსებობს ფრთხილი დამოკიდებულება ვაქცინაციის მიმართ. ვფიქრობთ, ერთობლივად გადავლახავთ ამას. ჩვენი მხრიდან მაქსიმალური ხელშეწყობა იქნება. ვაქცინები არის საკმარისი. განვიხილავთ მსხვილ საწარმოებში ადგილზე ვაქცინაციის ცენტრების მოწყობას, თუკი ამის მოთხოვნა იქნება. ისევ და ისევ უნდა იყოს თვითონ გაგება და თვითშეგნება ამ სიტუაციაში, საზოგადოების კონსოლიდაცია", - აღნიშნა თურნავამ. 

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 26 პაციენტი. 

დადებითობის მაჩვენებელია: დღიური - 7,19%, ბოლო 14 დღის - 4,77%, ბოლო 7 დღის - 5,24%.

სულ ჩატარებულია 368 179 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 132 207 ადამიანი.


close დახურვა