logo
ENG



ვაშაძე: ენმ-სთან თბილისის მერობის საერთო კანდიდატის საკითხზე კონსულტაცია არ გვაქვს

21 ივლ 202115:39
3 წუთის საკითხავი
clock 1363

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ნაციონალურ მოძრაობასთან თბილისის მერობის საერთო კანდიდატის საკითხზე კონსულტაციებში არ მონაწილეობს. 

როგორც ვაშაძემ ფორმულას გადაცემაში კომენტარი აღნიშნა, ზოგად სტრატეგია აღმაშენებელი საუბრობს ყველასთან, თუმცა კონკრეტული პარტიების დასახელებისგან პოლიტიკოსმა თავი შეიკავა. 

მისივე თქმით, კონსულტაციები მიმდინარეობს არა მხოლოდ პარტიებთან და პოლიტიკურ ლიდერებთან, არამედ ექსპერტებთანაც. 

"ზოგადად ვსაუბრობთ ყველასთან. კონკრეტულად პარტიებზე ვერ გეტყვით, ვისთან რა კუთხით ვსაუბრობთ. ვსაუბრობთ ყველა პროდასავლურ ძალასთან, და არა მარტო კონკრეტულ პარტიებთან, არამედ ექსპერტებთან - მაგალითად, იმისთვის, რომ ჩამოვაყალიბოთ ქვეყნის გადარჩენის სტრატეგია, ეს კი ალტერნატიული საინტერესო არჩევანია, რომელსაც საზოგადოება დიდი ხანია ელოდება. ნაციონალურ მოძრაობასთან კონსულტაცია არ გვაქვს. 

თბილისში რამდენიმე კანდიდატთან დაკავშირებით გვაქვს კონსულტაციები. ვესაუბრებით იმ პოლიტიკურ პარტიებს თუ ცალკეულ პირებს, რომლებთანაც ერთად ვხედავთ საერთო მომავალს, უკეთესი განვითარებისთვის. თუ ქვეყანაში არ ჩამოყალიბდა მესამე მძლავრი ცენტრი, ჩვენ საბოლოო ჯამში ვერ შემოვატრიალებთ ამ უკუღმართი განვითარების პროცესს", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 

ფორმულას ინფორმაციით, კვირის ბოლოს ოპოზიციის ნაწილი თბილისის მერობის კანდიდატად ნიკა მელიას წარადგენსნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ მიმდინარეობს კონსულტაციები სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიასთან, იმისთვის, რომ ქართულ ოცნებას ერთობლივი ძალებით დაუპირისპირდნენ. ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის თქმით, კანდიდატის ვინაობა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. 


close დახურვა