logo
ENG



ბათუმის ბულვარში კაცი მოკლეს

22 ივლ 202110:27
3 წუთის საკითხავი
clock 1259

ბათუმის ბულვარში ღამით კაცი დანით დაჭრეს, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა. 

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ერთ-ერთი კაფე-ბარის დაცვის თანამშრომელი იყო. ბარში ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა, დაცვის თანამშრომელმა კი კონფდლიქტის განმუხტისთვის ადგილიდან მათი გარიდება სცადა. სწორედ ამ დროს მიაყენეს თანამშრომელს დანით ჭრილობები. 

გარდა ამისა, კაფის დაცვის თანამშრომლის მკვლელობაში სავარაუდო ბრალდებული კორპუსის მეორე სართულიდან გადახტა, თუმცა მაშველებმა სპეციალური ლეიბით მისი გადარჩენა შეძლეს. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით არის დაწყებულია, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 


close დახურვა