logo
ENG



ციციშვილის კლინიკა: დღეში, საშუალოდ, 21-25 ინფიცირებულ ბავშვს ვიღებთ

22 ივლ 202114:52
3 წუთის საკითხავი
clock 1250

ციციშვილის კლინიკაში 90 კოვიდინფიცირებული ბავშვი მკურნალობს. როგორც კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ განაცხადა, მომართვიანობა გაზრდილია და დღეში, საშუალოდ, 21-25 ინფიცირებულ ბავშვს იღებენ. მისივე ცნობით, ამჟამად ერთი ახალშობილი რცება მართვით სუნთქვაზე. 

"კლინიკაში 90 კოვიდინფიცირებული ბავშვი და 62 მშობელი წევს. რეანიმაციაში 21 პაციენტია და მათგან ერთია მართვით სუნთქვაზე. იგი 29 ივნისს სხვა კლინიკიდან გადმოიყვანეს და მასთან "ალფა" შტამია დადასტურებული. 

ბოლო სამი კვირის განმავლობაში, საშუალოდ, დღეში 21-25 ბავშვი შემოდის. რამდენიმე დღეში, უკეთესი მდგომარეობა როდესაც არის, ეწერებიან", - თქვა მან.

22 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2 261 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა 18 ადამიანი. გუშინ 8 569 აცრა ჩატარდა. 


close დახურვა