logo
ENG



კაპანაძე წულუკიანზე: მისი არაეთიკური ქცევა მოიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს

22 ივლ 202121:27
3 წუთის საკითხავი
clock 2264
კაპანაძე წულუკიანზე: მისი არაეთიკური ქცევა მოიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორი და მედიაექსპერტი ნათია კაპანაძე აცხადებს, რომ თეა წულუკიანის მიერ ჟურნალისტისთვის მიკროფონის წართმევა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

კაპანაძის თქმით, ჟურნალისტს არ ჰქონდა საშუალება, თავისუფლად ემუშავა, რის უფლებასაც მას საქართველოს კანონმდებლობა აძლევს.

„მინისტრის არაეთიკური ქცევა, გარდა იმისა, რომ არის მიმართული ჟურნალისტების დისკრედიტაციისკენ, ამასთან მოიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. საქართველოს კანონმდებლობა იცავს ჟურნალსიტებს გარე  ჩარევებისგან, მათ უნდა ჰქონდეთ თავისუფლება, მიიღონ და გაავრცელონ ინფორმაცია. დროის კონკრეტულ მონაკვეთში, სწორედ მინისტრის ინიციატივით, ჟურნალისტს არ ჰქონდა შესაძლებლობა, თავისუფლად ემუშავა", - აცხადებს ნათია კაპანაძე.

კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა, რომელიც სენაკში თეატრის გახსნას ესწრებოდა, მთავარი არხის  ჟურნალისტ ემა გოგოხიას მიკროფონი წაართვა და თქვა, რომ აღარ დაუბრუნებს.

ემა გოგოხიას თქმით, მას შემდეგ, რაც კულტურის მინისტრმა მიკროფონი წაართვა, ადგილზე პოლიცია გამოიძახა, თუმცა მათ უთხრეს, რომ თეა წულუკიანს ვერ მიუახლოვდებოდნენ.


close დახურვა