logo
ENG



გაბუნიას თქმით, ფაიზერით ვაქცინაცია ქვეყნის მასშტაბით 37 დაწესებულებაში იქნება შესაძლებელი

23 ივლ 202111:26
3 წუთის საკითხავი
clock 966

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ფაიზერით ვაქცინაცია 7 კლინიკის ნაცვლად 37 ჰოსპიტალურ დაწესებულებაში იქნება შესაძლებელი. 

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, აქამდე ფაიზერით ვაქცინაცია სამ დიდ ქალაქში იყო შესაძლებელი. 

"ფაიზერზე ვაქცინაცია აქამდე ხორციელდებოდა 7 კლინიკაში, რომლებიც იყო დიდ ქალაქებში. მთავრობის დადგენილებაში შედის ცვლილება, რომელიც განსაზღვრავს უფრო მეტი დაწესებულების ჩართვის შესაძლებლობას და 3 დიდი ქალაქის გარდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით 37 დაწესებულება ჩაერთვება უკვე ვაქცინაციის პროგრამაში, მხედველობაში მაქვს ფაიზერი. ეს იქნება ჰოსპიტალური დაწესებულებები, სადაც ბრიგადები იმუშავებენ სულ მცირე 8 საათიანი რეჟიმით", - თქვა გაბუნიამ.

ამასთან, როგორც გაბუნიამ აღნიშნა ფაიზერზე რეგისტრაციის დაწყების ზუსტ დროს ვაქცინის საქართველოში ჩამოტანისთანავე იტყვიან.

"რაც შეეხება რეგისტრაციის დაწყებას, როგორც კი დაჯდება თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში და გადმოიტვირთება ვაქცინა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საწყობში, უკვე გამოცხადდება რეგისტრაციის ზუსტი დრო", - აღნიშნა გაბუნიამ. 

24 ივლისს საქართველოში ფაიზერის ნახევარი მილიონი დოზა ჩამოვა. აღიშნული დოზები ქვეყანას ამერიკის შეერთებულმა შტატებმა აჩუქა. 

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. იმუნიზაციის პროცესი ასტრაზენეკასფაიზერისსინოფარმისა და სინოვაკის ვაქცინებით მიმდინარეობს.

ასტრაზენეკას ვაქცინით აცრა ხელმისაწვდომია 45 წლის და მეტი ასაკის მოსახლეობისათვის, ხოლო სინოფარმითსინოვაკისა და ფაიზერით აცრა მოქალაქეებს 18 წლიდან შეუძლიათ.

დღეს, 23 ივლისს საქართველოში კორონავირუსის 2 460 შემთხვევა გამოვლინდა, 20 ადამიანი გარდაიცვალა. 

ბოლო 24 საათის განმავლობაში აიცრა 8286 ადამიანი.


close დახურვა