logo
ENG



გურიაში მოსწავლეზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული მასწავლებელი დააკავეს

23 ივლ 202113:27
3 წუთის საკითხავი
clock 1035
გურიაში მოსწავლეზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული მასწავლებელი დააკავეს

გურიაში სკოლის მოსწავლეზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული მასწავლებელი დააკავეს.

ინფორმაცია მას შემდეგ გახმაურდა, რაც მოზარდი გოგოს დედამ სკოლის დირექციას მიმართა.

მომხდარი დაადასტურა სკოლის დირექტორმაც. მისი ინფორმაციით, მოზარდი სავარაუდო მოძალადესთან ისტორიის გაკვეთილებზე დადიოდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს.


close დახურვა