logo
ENG



Novaya Gazeta-ს კორესპონდენტის თქმით, საქართველოს საზღვარზე გაურკვეველი მიზეზით არ შემოუშვეს

23 ივლ 202123:39
3 წუთის საკითხავი
clock 1150
Novaya Gazeta-ს კორესპონდენტის თქმით, საქართველოს საზღვარზე გაურკვეველი მიზეზით არ შემოუშვეს
ილია აზარი/Facebook

რუსული ოპოზიციური გამოცემა Novaya Gazeta-ს კორესპონდენტი ილია აზარი ამბობს, რომ მისთვის უცნობი მიზეზის გამო საქართველოში შემოსვლის უფლება არ მისცეს. ქვეყანაში შემოსვლაზე უარის თქმის გადაწყვეტილებაში, რომელსაც აზარი  ასაჯაროებს, მითითებულია, რომ ის "არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს".

"დიდი ხნის წინ, ჯერ აზერბაიჯანში გავხდი პერსონა ნონ-გრატა ყარაბაღის რეპორტაჟის გამო. ისევ ყარაბაღიდან სტატიის გაკეთების შემდეგ სომხეთში არჩევნებზე მუშაობაც ამიკრძალეს. დღეს კი ახსნის გარეშე არ შემიშვეს საქართველოში. კავკასიური ფულჰაუსია", - წერს ჟურნალისტი.

ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ კორესპონდენტს ქვეყანაში შემოსვლაზე უარის უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონის მე-11-მუხლის საფუძველზე ეთქვა. აღნიშნულ მუხლს 9 ქვეპუნქტი აქვს და უწყებას არ დაუკონკრეტებია, უშუალოდ რის გამო ეთქვა უარი ილია აზარს ქვეყანაში შემოსვლაზე. 


close დახურვა