logo
ENG



ბრაზილიაში პრეზიდენტის იმპიჩმენტს ითხოვენ - მიზეზი კორონავირუსთან წარუმატებელი ბრძოლაა

25 ივლ 202113:43
3 წუთის საკითხავი
clock 1308
2021/07/25/qn43i39931izmdg.jpg
REUTERS/Ricardo Moraes

ბრაზილიის ქუჩებში მოქალაქეები დემონსტრაციებს მართავენ და პრეზიდენტის იმპიჩმენტს მოითხოვენ. ჟაირ ბოლსონაროს პოპულარობა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მნიშვნელოვნად შემცირდა - მიზეზი, სავარაუდოდ, პანდემიის ფონზე არსებული კორუფციული სკანდალებია.

შაბათს გამართული აქცია მიმდინარე თვეში უკვე მეორე მასშტაბური ქუჩის პროტესტია ბოლსონაროს წინააღმდეგ.

„აქ ვარ, რადგან დროა რეაგირება მოვახდინოთ იმ გენოციდზე, რაც [პანდემიის პერიოდში] ჩვენმა მთავრობამ მოუწყო ხალხს", - ამბობს პროტესტის მონაწილე მარკოს კირსტი.

ბრაზილიაში კორონავირუსით 500 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. 

ბოლსონაროს საკითხს ბრაზილიის სენატი განიხილავს. საქმე ეხება შესაძლო კორუფციულ ინტერესებს ინდური წარმოების ვაქცინის შეძენისას.


close დახურვა