logo
ENG



"არ ვიცი დაკითხეს თუ არა" - დეკანოიძემ პოლიციის განყოფილება დატოვა

25 ივლ 202119:17
3 წუთის საკითხავი
clock 853
"არ ვიცი დაკითხეს თუ არა" - დეკანოიძემ პოლიციის განყოფილება დატოვა

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის გამოკითხვა დასრულდა.

როგორც დეკანოიძემ გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მან გამოძიებას მის ხელთ არსებული დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. 

დეკანოიძეს არ აქვს ინფორმაცია არის თუ არა თავდამსხმელი ამ დროისთვის გამოკითხული. 

არ ვიცი დაკითხეს, თუ რა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს. დაწვრილებით ავუხსენი ზუსტად რა ხდებოდა იმ თავდადხმის და შეურაცხყოფის დროს. მათ შორის ვუთხარი, რომ ერთ-ერთი ჟურნალისტი განსაკუთრებით და მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე საფრთხის ქვეშ იყო, რადგან პირდაპირ მისკენ მოდიოდა მანქანა. განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევა ეს ადამიანი ასევე სოციალურ ქსელშიც - მუქარით. ნაციონალური მოძრაობის წევრებს დაცხრილვით გვემუქრება, ავტომატი რომ მქონდეს დავცხრილავდიო და ა.შ. არ ვიცი ვინ არის, არასდროს მინახავს ეს ადამიანი. არ ვგრძნობ თავს დაცულად, არ მაქვს გარანტია, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ეს ადამიანი არ მოვარდება და არ მომაყენოს ფიზიკური შეურაცხყოფა", - აცხადებს დეკანოიძე.

გუშინ, 24 ივლისს, ხატია დეკანოიძეს უცნობი პირი საკუთარ სახლთან დაესხა თავს მაშინ, როცა ის ჟურნალისტებს ესაუბრებოდა. პირი მანქანიდან გადმოვიდა და პოლიტიკოსს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. 

თავდამსხმელის წინააღმდეგ სამართალწარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. 


close დახურვა